„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ნიშანია. ყოველი ნიშანი კი არის ინფორმაციის მატარებელი“ – ეს თქვა ქართველმა ხელოვანმა, ლია ბაგრატიონმა. ამჯერად, მის ნამუშევრებს გალერეა “არტ არეა” მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები წინასწარ არ მომზადებულა, ისინი გალერეის სივრცეში შეიქმნა. როგორც ხელოვანი თავად უწოდებს ხოლმე, “გარე სამყაროსთან საკომუნიკაციო ენა” მან ამჯერად რბილ ქანდაკებებში იპოვა. გამოფენას, რომელიც გამოყენებადი ნივთების გამოუყენებელ ვერსიებს აერთიანებს „ვარდნის საშიშროება“ ჰქვია. როგორ შეიძლება ქანდაკება რბილი იყოს? ამაზე თავად ლია ბაგრატიონი გვიამბობს