მთავარიამერიკააშშამერიკის კინოინსტიტუტმა წლის 10 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა

ამერიკის კინოინსტიტუტმა წლის 10 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა

ამერიკის კინოინსტიტუტმა წლის ათი საუკეთესო ფილმი სია გამოაქვეყნა. სიაში მოხვდა ფილმი „კოდა“, რომელიც შეეხება თინეიჯერ გოგონას, რომლის მშობლები მუნჯები არიან.

ათეულში მოხვდა ასევე ცნობილი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს ნეო-ნუარის ჟანრის ფილმი „კოშმარების ქუჩა“. 2017 წელს დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმამ“ ოსკარი საუკეთესო ფილმის ჯილდო დაიმსახურა.

„ძირტკბილა პიცა“ – ასე ჰქვია ცნობილი ამერიკელი რეჟისორის პოლ თომას ანდერსონის ახალ ფილმს, რომლის მოქმედება 1970-იანი წლების კალიფორნიაში ხდება. მისი პრემიერა 25 დეკემბერს იგეგმება.

ამერიკის კინოინსტიტუტის სიაში მოხვდა პოლიტიკური სატირული ფილმი „არ აიხედო მაღლა“. ფილმში ცნობილი მსახიობები ლეონარდო დი კაბრიო, ჯენიფერ ლორენსი, ჯონა ჰილი და მერილ სტრიპი თამაშობენ.

მეცხრე ადგილზე გავიდა ცნობილი რეჟისორის ჯოელ კოენის ფილმი „მაკბეტის ტრაგედია“, რომელიც შექსპირის ცნობილ პიესაზეა დაფუძნებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend