მთავარიმსოფლიოკავკასიასომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უჩივიან

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს გაეროს საერთაშორისო სასამართლოში უჩივიან

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანს სომეხი სამხედრო ტყვეების უფლებების დაცვა და სომხური კულტურის ძეგლების წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალიზმის შემთხვევების აღკვეთა დაავალა. სასამართლოში სარჩელი ერთმანეთის წინააღმდეგ კავკასიის ორივე სახელმწიფომ შეიტანა. სასამართლო საქმეები სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ შეტანილი საქმეების განხილვა დაიწყო. სომხეთი აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას ითხოვს. მოთხოვნებს შორისაა ასევე აზერბაიჯანის სამხედრო ნაალაფარის პარკის დახურვა, სადაც სომეხი ჯარისკაცების გამომსახველი დამამცირებელი ცვილის ფიგურები არის გამოფენილი. მათი განცხადებით, აზერბაიჯანში სომხების სიძულვილის აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა გაეროს სასამართლოს აცნობა, რომ სომხურმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვების წინ მიწები დანაღმა, რისი მიზანიც აზერბაიჯანელების ეთნიკური წმენდა იყო.

გასულ კვირას ქალაქ სოჭში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აზერბაიჯანმა 10 სომეხი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა რუკა, სადაც გამოსახული იყო თუ სად მდებარეობს ნაღმები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend