მთავარიამერიკამექსიკამექსიკელი ჟურნალისტი და მწერალი ახალ წიგნში ნარკობარონების ცოლების როლზე საუბრობს

მექსიკელი ჟურნალისტი და მწერალი ახალ წიგნში ნარკობარონების ცოლების როლზე საუბრობს

ახალგაზრდა დედა, ყოფილი სილამაზის დედოფალი და ნარკობარონის ცოლი – მექსიკელი ჟურნალისტი და მწერალი თავის ბოლო წიგნში კარტელების ნარკობარონების ცოლების ცხოვრებას აღწერს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ემა კორონელს, რომელიც ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანის ცოლია. ემა კორონელს გასულ კვირას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფულის გათეთრებისა და ნარკოტიკების გადაზიდვის გამო.

ჟურნალისტი და მწერალი ანაბელ ერნანდესი ამბობს, რომ ემა კორონელი  ცნობილი ნარკოკარტელებისა და მექსიკაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებიდან პირველი ქალია, რომელიც დანაშაულს აღიარებს, ეს კი იმ ქალებზეც იმოქმედებს,   რომლებიც ცდილობენ, კრიმინალურ სამყაროს თავი დააღწიონ და გულახდილად ისაუბრონ თავიანთი ისტორიებისა და ცხოვრების შესახებ.

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ექსპერტი ანაბელ ერნანდესი აღნიშნავს, რომ ნარკობარონებს, როგორებიც  გუსმანი თუ ედგარ ვალდესი არიან,  სურთ, სხვა ადამიანების მსგავსად ჰყავდეთ მეგობრები, თუმცა ისინი ძლიერ არიან დამოკიდებული თავიანთ  დედებსა და პარტნიორებზე.

ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებში ჩართული მამაკაცების ცოლებს მნიშვნელოვანი, ემოციური, ფსიქოლოგიური როლი  აკისრიათ. ერნანდესის თქმით, ეს ქალები მხოლოდ მსხვერპლნი კი არ არიან, არამედ გარკვეულ სარგებელსაც იღებენ ამ მამაკაცებთან ურთიერთობით.

კორონელი, რომელიც თებერვალში შეერთებულ შტატებში დააკავეს, მსუბუქი ფორმით იხდის სასჯელს. ანაბელ ერნანდესს მიაჩნია,  რომ კორონელი შესაძლოა გამოძიებასთან თანამშრომლობდეს. ეს კი მწერალის აზრით,  არღვევს მათ პრინციპებს და ბრალდებულსაც საფრთხეში აგდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend