მთავარიმსოფლიო"ეს მშვენიერი ცხოვრება" - ცნობილი საშობაო ფილმის პრემიერიდან 75 წელი გავიდა

“ეს მშვენიერი ცხოვრება” – ცნობილი საშობაო ფილმის პრემიერიდან 75 წელი გავიდა

ბევრი ამერიკული ოჯახისთვის ფილმ „ეს მშვენიერი ცხოვრების“ ყურება საშობაო ტრადიციაა. ფილმში მოქმედება წარმოსახვით ქალაქ Bedford Falls-ში მიმდინარეობს, ხოლო მთავარი პერსონაჟი ჯორჯ ბეილია, რომლის როლს ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჯეიმს სტიუარტი ასრულებს. ჯორჯ ბეილი გარკვეული პრობლემების გამო თვითმკვლელობას გადაწყვეტს. მას მფარველი ანგელოზი გადაარჩენს და დაანახებს თუ როგორი იქნებოდა ქალაქი მის გარეშე.

„ფილმის გადაღების ძალიან მკაფიო მოგონებები მაქვს. მახსოვს როგორ ვდგებოდი დილით ადრე და ავტობუსში ვიჯექი. გადასაღებ მოედანზე ფრენკ კაპრა მასწავლიდა თუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მე კი ვეუბნებოდი – დიახ სერ. მხოლოდ ოთხი წლის ვიყავი, თუმცა ყველაფერი ნათლად მახსოვს“, – იხსენებს მსახიობი ჯიმი ჰოკინსი,

„მე დავიბადე და გავიზარდე ჰოლივუდში, სადაც არ თოვს. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო გადასაღებ მოედანზე ყოფნა, სადაც ამდენი თოვლი იყო. თოვლში დავრბოდი და ვთამაშობდი. ფილმში მონაწილეობით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე“, – იხსენებს მსახიობი კეროლინ გრაიმსი.

„ეს მშვენიერი ცხოვრება“ კინოთეატრებში 75 წლის წინ გამოვიდა. იგი განთქმულმა ჰოლივუდის რეჟისორმა ფრენკ კაპრამ გადაიღო. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარის ხუთ კატეგორიაში, თუმცა იგი არცერთში არ დაჯილდოვდა. წლების განმავლობაში „ეს მშვენიერი ცხოვრება“ ამერიკელმა მაყურებელმა შეიყვარა და ახლა მას ყოველწლიურად შობის წინ უჩვენებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend