მთავარიევროპაუკრაინადონბასის კრიზისის გადაჭრის გზები

დონბასის კრიზისის გადაჭრის გზები

ვლადიმერ პუტინი ევროპას ომით ემუქრება.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან 200 ათასამდე რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი.

მოსკოვში აცხადებენ, რომ კიევს არჩევანი აქვს, მიიღოს მინსკის შეთანხმების რუსული ინტეპრეტაცია ან მოემზადოს ომისათვის.

ომს ტრაგედიისა და მსხვერპლის გარდა ცოტა რამ თუ მოაქვს და იმედია აღმოსავლეთ ევროპაში ომი არ დაიწყება. რუსეთის ფედერაციას არ ჰყავს ისეთი ძლიერი არმია როგორიც მოსკოვს საბჭოთა იმპერიის არსებობისას ჰყავდა მაგრამ ნათელია რომ ევროპის კონტინენტზე რუსული ჩექმა მყარად დგას, ყველა ჩამოთვლილი კომპონენტში იქნება ეს ტანკების რაოდენობა თუ ჯარისკაცების, რუსეთის ფედერაცია ჯაბნის უკრაინას.

დილემის წინაშეა დასავლეთიც, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, შესაბამისი რეფორმების წარმატებით გატარების შემთხვევაში ნატოში გაწევრიანების უფლება აქვს, მოსკოვს კი ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ აქვს.

ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ მას სამართლებრივი გარანტიები ესაჭიროება დასავლეთისგან, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სასაუბროდ “ევრონიუს ჯორჯიამ” საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე მოიწვია. მასთან უკრაინის სამხედრო ძალების შესაძლებლობებზე, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ეფექტიანობაზე, ვლადიმერ პუტინის განცხადებებსა და უკრაინის კრიზისი ფონზე საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციაზე ვისაუბრეთ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend