მთავარისაქართველოკონფერენცია: განათლება ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ

კონფერენცია: განათლება ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ

რამდენად მნიშვნელოვანია განათლება და სწორი ინფორმაცია ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის პრევენციისთვის, როგორია მედიის როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და რა პრობლემების წინაშეა ამ მხრივ საქართველო? ამ თემებზე იმსჯელეს “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, სადაც ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა კვლევები, დასკვნები და მიგნებები წარმოადგინეს. მომხსენებლების განცხადებით, საქართველოში ამ მხრივ ძირითადი პრობლემები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშია.

„მე ერთი წლის განმავლობაში ვრჩები საქართველოში, რათა გამოვკვლიო რა მიზანს ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა სამიზნეს ჯუგუფების მისამართით, განსკაუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასევე ვაპირებ, რომ რამდენიმე კვირა გავატარო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. ჩემი ინფორმაციით, იქ საკმაოდ მაღალია დეზინფორმაციის გავლენები. ეს პრობლემა არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამ პროექტისთვის მნიშნელოვანი იქნება ის დაკვნები, რასაც კვლევის შედეგად მივიღებთ“, – განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ Fulbright პროგრამის მკვლევარმა ზოი ბორდენმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend