საქართველოში ენერგეტიკული სექტორის ხელშეწყობით მიზნით, ევროკავშირმა ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ბიუჯეტი 8.44 მილიონი ევროა. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, საზოგადოებრივი, სამრეწველო და საცხოვრებელი შენობების ინფრასტრუქტურის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. რეფორმის ხელშეწყობის პერიოდში უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. პროექტში საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ფრანგული ენერგეტიკული კორპორაცია GOPA და სხვა საერთაშორისო კომპანიებია ჩართული.
„პროექტი 2022 წლის ივლისიდან დაიწყება და ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, შესაბამის სამინისტროებს წარმატებით განხორციელდეს რეფორმა ენერგეტიკის სექტორში. კონკრეტულად ეს პროექტი მოიცავს მთელ რიგ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებასთან და ენერგოეფექტური მშენებლობების განხორციელებასთან. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია და სხვადასხვა ეტაპისგან შედგება. ევროკავშირი ამ რეფორმის მთავარი მხარდამჭერია გერმანულ KFW ბანკთან ერთად“, – განაცხადა GESRP-ის გუნდის ხელმძღვანელმა ადრიან თომმა.
ალეკო გვეტაძე