მთავარიმსოფლიოჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოშეხვედრა გაიმართება

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოშეხვედრა გაიმართება

დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა უნდა განიხილონ, უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის მობილიზებაა. შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მომავალი წლის დასაწყისში უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც, სავარაუდოდ, დღეს პრეზიდენტები ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი ვიდეოშეხვედრის დროს განიხილავენ. კიბერუსაფრთხოება და ირანის ბირთვული პროგრამა ამჟამად მეორე ადგილზეა. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის საკითხი იქნება.

შეერთებული შტატების დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 70 000 ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული და რომ, სავარაუდოდ, რუსეთი უკრაინაში შეჭრას  მომავალი წლის დასაწყისში აპირებს.

Associated Press-ის ჟურნალისტის რობერტ ბერნსის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი პასუხობს დასავლეთის პრეტენზიებს უკრაინის მახლობლად რუსეთის ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით.  როგორც ჟურნალისტი ამბობს, პუტინს სჭირდება გარკვეული სახის სამართლებრივი გარანტიები, რომ ნატო და მისი წევრი ქვეყნები, მაგალითად, შეერთებული შტატები, არ გააგრძელებენ აღმოსავლეთით გაფართოებას და არ განალაგებენ თავიანთ ძალებს უკრაინასა ან სხვა ტერიტორიებზე რუსეთის მახლობლად.

კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი ეცდება, მიიღოს გარანტიები ბაიდენისგან უკრაინაში ნატოს გაფართოებასთან დავაკშირებით. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები კი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში ნებისმიერი გზით შეჭრას აუცილებლად მოჰყვება შედეგი.

ამავდროულად, უკრაინის სამხედრო ძალები, როგორც ჩანს, მზადყოფნაში არიან. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთისგან 30 წლის წინ დამოუკიდებლობის მოპოვებისა და შეიარაღებული ძალების ფორმირების  აღსანიშნად, საზღვარზე მობილიზებულ ჯარისკაცებს შეუერთდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend