მთავარიაზიაავღანეთი"გაქცევა" - ახალი ანიმაციური ფილმი დანიაში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილის შესახებ

“გაქცევა” – ახალი ანიმაციური ფილმი დანიაში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილის შესახებ

“ფლი“ – ასე ჰქვია ახალ ანიმაციურ ფილმს, რომელშიც დანიაში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილის ამბავია მოთხრობილი. რეჟისორმა იონას რასმუსენი ფილმი მისი ბავშვობის მეგობრის ცხოვრების მიხედვით გადაიღო. ანიმაციური ფილმი დანიის სახელით ოსკარის ნომინაციისათვის იბრძოლებს.

რეჟისორმა იონას რასმუსენმა ამინი 15 წლის ასაკში სკოლის ავტობუსში გაიცნო. იონასმა იცოდა რომ ამინი ავღანეთიდან იყო და რომ ბავშვთა სახლში იზრდებოდა, თუმცა მეტ ინფორმაციას მის შესახებ არ ფლობდა. მხოლოდ ოცი წლის შემდეგ გაუმხილა ამინმა მას მისი დევნილობის ისტორია, რომელიც იონასმა ანიმაციურ ფილმად აქცია.

„ანიმაციაში ნაჩვენებია თუ როგორ იხსენებს ამინი იმას თუ როგორ გამოიქცა მისი ოჯახი ავღანეთიდან. ავღანელი პერსონაჟების ნაწილს კოპენჰაგენში მცხოვრები ავღანელები ახმოვანებენ. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რადგან ამ ადამიანებს ჰქონდათ ამინის მსგავსი ისტორიები. ეს ძალიან გულისამაჩუყებელი იყო, მათი თქმით, ამინის გამოცდილების მოყოლით ისინი საკუთარ ისტორიასაც ყვებოდნენ“,- ამბობს რეჟისორი იონას პოერ რასმუსენი.

ამინის ოჯახი ქაბულიდან 1980-იან წლებში გამოიქცა. ისინი შვედეთში შეღწევას ხუთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ 15 წლის ამინი დანიაში მარტო აღმოჩნდა. ანიმაციურ ფილმში ამინი თავის ისტორიას ზრდასრულ ასაკში ყვება. ანიმაციამ არაერთი პრესტიჟული ჟილდო მოიპოვა, მათ შორის სანდენსისა და ანესის ფესტივალებზე.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend