ინგლისის პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში ერთმანეთს “ევერტონი” და “არსენალი” დაუპირისპირდნენ”. მატჩი “ევერტონის” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი გოლი მარტინ ოდეგორმა გაიტანა, ლივერპულური გუნდიდან თავი რიჩარლისონმა და დემარაი გრეიმ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ თამაშგარე მდგომარეობის გამო რიჩარლისონს ამ მატჩში ორი გოლი არ ჩაუთვალეს.
23 ქულით “არსენალი” სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს, “ევერტონს” კი 18 ქულა აქვს და მეთორმეტე პოზიციაზეა.