მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველთათვის შეზღუდვები მკაცრდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველთათვის შეზღუდვები მკაცრდება

შეერთებულ შტატებში მოგზაურთათვის ახალი შეზღუდვები დაწესდება. ომიკრონის ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ამიტომ ჯო ბაიდენი ცდილობს, შეერთებული შტატები ზამთარს მომზადებული შეხვდეს.  საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოგზაურები  ვალდებული იქნებიან, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუტისა, ქვეყანაში შესვლამდე ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინონ. პრეზიდენტი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებასა და ე.წ. ბუსტერ დოზების დამატებასაც გეგმავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ ამ გეგმამ უნდა გააერთიანოს მთელი ერი. მისი თქმით, კოვიდის გამო გახლეჩილია ამერიკის მოსახლეობა და  ეს უკვე პოლიტიკურ საკითხად გადაიქცა, რაც პრეზიდენტისთვის მიუღებელია. ახლა კი,  როდესაც ზამთარი მოდის და ახალი ვარიანტიც სწრაფად ვრცელდება, მას იმედი აქვს, რომ ადამიანები განსხვავებულ პოზიციებს ცოტა ხნით დაივიწყებენ და იმას გააკეთებენ, რაც ამ პანდემიის დროს არ გაუკეთებიათ. პრეზიდენტი მოსახლეობას საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას  ურჩევს.

ნიუ-იორკშიც, სხვა შტატების მსგავსად, უკვე გამოვლინდა ომიკრონის ვარიანტის რამდენიმე შემთხვევა.

ცოტა ხნის წინ ომიკრონის ვარინტი დაფიქსირდა კოლორადოს შტატსა და ჰავაის კუნძულებზეც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend