მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება.

მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის აღნიშნულ საქმეს ბრალდებულის სახით პირველად ესწრება.

საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend