მთავარი საქართველო კრიტიკის ფონზე დამტკიცებული მოსამართლეები

კრიტიკის ფონზე დამტკიცებული მოსამართლეები

იურიდიულ კომიტეტზე დაჩქარებული წესით განხილვა და მხარდაჭერა, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების, ოპოზიციის უარისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაფიო უნდობლობის ფონზე – ასე დაამტკიცა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი ახალი უვადო მოსამართლე – ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ კრიტიკის მიუხედავად პროცესი გამჭვირვალე იყო.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც დეპუტატების ცხარე პოლიტიკური კამათი მოჰყვა, დადგემილი საკონსტიტუციო ცვლილებებია, რომელზეც მმართველმა პარტიამ პირობის მიუხედავად, შეიძლება უარი თქვას.

დღის წესრიგში ასეთი ნარატივი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შემოიტანა. თუ „ოცნება“ ამ ცვლილებებზე უარს იტყვის, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, თუ ის რიგგარეშე იქნება, სრულად პროპორციულად არ ჩატარდება. დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებში მთავარი ბარიერის საკითხია, რომელიც 2%-მდე უნდა დაიწიოს.

ეს შესაძლებლობაა ახალი და პატარა პარტიებისთვის, თავიანთი წარმომადგენლობა ჰყავდეთ პარლამენტში და პოლიტიკური პოლარიზაცია შემცირდეს. დაბალი ბარიერის გარეშე კი მომდევნო მოწვევის პარლამენტი შესაძლოა ისევ ორ ან მაქსიმუმ სამპარტიული იყოს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

მოსამართლეებიმოსამართლეები

Send this to a friend