ფრანკფურტის სასამართლომ ტაჰა ალ-ჯუმაილის ჩადენილი დანაშაულის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მას ერაყში 5 წლის იეზიდი გოგონას მკვლელობაც ედება ბრალად. სასამართლომ დაადგინა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა 2015 წელს დაატყვევა 5 წლის გოგონა, ჯაჭვით დააბა და მიატოვა. ალ-ჯუმაილი ისლამური სახელმწიფოს პირველი წევრია, რომელიც იეზიდების წინააღმდეგ მოწყობილ გენოციდში დამნაშავედ ცნეს. პროცესის დროს მისი ადვოკატები წაყენებულ ბრალდებებს არ დაეთანხმნენ.
იეზიდები ქურთულ ენაზე მოლაპარაკე უმცირესობაა. მათ ისლამური სახელმწიფო 2014 წლის დასაწყისიდან დევნიდა, მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სირიასა და ერაყში დიდი ტერიტორები დაიპყრეს. ისინი ჩრდილოეთ ერაყში, იეზიდების ძირძველ მიწაზე, შეიჭრნენ, ათასობით მამაკაცი დახოცეს, ქალები და ბავშვები კი დაატყვევეს და გააუპატიურეს. ჯამში ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს 3000 იეზიდი ემსხვერპლა, 6000 ადამიანი კი დატყვევებული იყო.