მთავარიამერიკაკუბაჰავანაში „ფიდელ კასტროს ცენტრი“ გაიხსნა

ჰავანაში „ფიდელ კასტროს ცენტრი“ გაიხსნა

ფიდელ კასტროს სამხედრო ფორმა, მისი ჯიპი, ჩექმები და რუსული წარმოების ავტომატი – ამ ყველაფრის ნახვა კუბას ახალგახსნილ „ფიდელ კასტროს ცენტრში“ შეიძლება. მუზეუმი კუბელი რევოლუციონერის გარდაცვალების ხუთი წლისთავზე გაიხსნა. კუნძულის კომუნისტურ მთავრობას იმედი აქვს, რომ მუზეუმის დახმარებით ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორები კასტროს გზავნილს უკეთ გაიგებენ. საგამოფენო დარბაზის გარდა ცენტრში განთავსებულია ამფითეატრი და ბიბლიოთეკა. გარდაცვალების წინ ფიდელ კასტრომ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმად მისდამი მიძღვნილი ქანდაკებებისა და მემორიალების აღმართვა აიკრძალა.

„აქ არ მიმდინარეობს ინდოქტრინაცია. ამ ცენტრის მიზანი ინფორმაციის გაზიარება და სწორი ფასეულობების გავრცელებაა. ჩვენ არ გვაქვს კასტროს პიროვნების კულტი. აქ უბრალოდ მისი ცხოვრება და ფილოსოფია არის წარმოჩენილი“, – ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი ალბერტო ალვარინიო.

ფიდელ კასტრო ხელისუფლებაში რევოლუციის გზით 1959 წელს მოვიდა. მან ამერიკის მიერ მხარდაჭერილი დიქტატორი ფულხენსიო ბატისტა გადააყენა. კუნძულზე მან კომუნისტური რეჟიმი დაამყარა, რის გამოც კუბას და ამერიკას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ზოგი ადამიანისთვის კასტრო იმპერიალიზმთან ბრძოლის სიმბოლოა, თუმცა ბევრი მას დიქტატორად მიიჩნევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend