გერმანიაში ბოლო კვირებში კორონავირუსის შემთხვევათა მატების, ახალი ომიკრონის ვარიანტის გავრცელებისა თუ საშობაოდ დაგეგმილი შეზღუდვების დაწესების გამო ქვეყანაში მკვეთრად არის გაზრდილი ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი. ბოლო 24 საათში კი 23 000-მა ადამიანმა პირველად გაიკეთა ვაქცინა.
გერმანიაში ზაარლანდი ბრემენის შემდეგ მეორე ადგილზეა სრულად აცრილი მოქალაქეების რაოდენობით. მიმდინარე კვირას კი ქალაქ ზაარლუიში ვაქცინაციის ცენტრმა მუშაობა განაახლა.
ზაარლუის რაიონული ადმინისტრატორი პატრიკ ლაუერი აღნიშნავს, რომ, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, თანამშრომლების აყვანა, რადგან ცენტრის დახურვის შემდეგ მათ სხვა სამსახურის ძებნა დაიწყეს ან თავიანთ პროფესიებს დაუბრუნდნენ.
ზაარლუიში ვაქცინაციის ცენტრში ყოველდღიურად 600 მოქალაქის აცრაა შესაძლებელი. ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელ ქვეყანაში 153 000 ადამიანს ჩაუტარდა აცრა, აქედან 78%-მა ე.წ. „ბუსტერ დოზა“ გაიკეთა.