მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ჩეხეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

კვირას ჩეხეთის მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციის ლიდერი პეტრ ფიალა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად  დაინიშნა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული მილიარდერი ანდრეი ბაბიში კი ოპოზიციაში გადავიდა.

ჩეხეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა პირობას დებს, რომ  ეს მთავრობა იქნება ცვლილებების მთავრობა, რომელიც ქვეყანას ამ რთულ პერიოდში სამშვიდობოს გაიყვანს. მისი თქმით, ეს იქნება მთავრობა, რომელიც გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დგას ჩეხეთი და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოქალაქეებისა და შვილების უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.

ფიალას პარტიამ ცენტრისტულ მემარცხენე ლიბერალებთან  ერთად შექმნა კოალიცია. შედეგად ახალი პარტნიორობა პარლამენტში 200-დან 108 ადგილს დაიკავებს, რაც ბაბიშისა და მისი პარტიის ოპოზიაციაში გადასვლას ნიშნავს.

აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობა 11-მილიონს აღწევს, კორონავირუსის ინფიცირების მკვეთრ ზრდას ებრძვის, რის გამოც მთავრობამ მორიგი შეზღუდვები დააწესა. ქვეყანაში დაიკეტება რესტორნები, ბარები, ღამის კლუბები და საშობაო ბაზრობები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend