მთავარიCOVID-19ჯანმო კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს "შემაშფოთებელს" უწოდებს

ჯანმო კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს “შემაშფოთებელს” უწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ახალ ვარიანტს “შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიენიჭა, – ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პირველად ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი აფრიკაში, 24 ნოემბერს დაფიქსირდა და, სავარაუდოდ, სხვა ვარიანტებთან შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი ახასიათებს. ახლახან აღმოჩენის B.1.1.529 შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ,,ომიკრონი“ უწოდა.

როგორც ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ ვარიანტს “უამრავი სხვადასხვა სახის მუტაცია აქვს, მათგან რამდენიმე კი შემაშფოთებელია“.

მათი განმარტებით, ექსპერტებს რამდენიმე კვირა დასჭირდებათ იმისთვის, რომ დაადგინონ რამდენად გადამდებია ახალი შტამი და რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ.

კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკული ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-მ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend