“ისტორიულ გზაგასაყარზე: სწავლებისა და სწავლის ახალი შესაძლებლობები” ასე ჰქვია პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კონფლიქტების ტრანსფორმაციის ხელშეწყობას. ასევე ცდილობს კონფლიქტ-სენსიტიური განათლების მეშვეობით ამ პროცესზე რეაგირებას. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის, ასევე მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, მშვიდობის აქტივისტმა ელიკო ბენდელიანმა ისაუბრა