მთავარი ევროპა რუსეთი კრემლის ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე

კრემლის ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე

რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო ქვეყნის ისტორიაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ავტორიტეტული ორგანიზაციის, მემორიალისათვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ განიხილავს საქმეს.

ორგანიზაციის წინააღმდეგ სარჩელი ქვეყნის პროკურატურამ შეიტანა, რუსეთის ფედერაციის მასშტაბით მემორიალს 50-ზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია აქვს. ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვს.

“ეს გადაწყვეტილება იურისპრუდენციის პრინციპების მიხედვით არ იქნება მიღებული, არამედ პოლიტიკური მოტივებით. ეს არასწორია. ჩვენი სურვილია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და კანონების საფუძველზე მიიღოს. იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება”, – მიიჩნევს ორგანიზაცია „მემორიალის“ თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი.

მემორიალი 2016 წელს გამოცხადდა უცხო სახელმწიფოს სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშ ორგანიზაციად.

თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია შეძლებისდაგვარად გააგრძელებს საქმიანობას.

”ჩვენ საჭიროების შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ, შევეცდებით საქმიანობა არ შევაჩეროთ. შეიძლება საქმიანობა ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო მიმართულებით  ვეღარ გავაგრძელოთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილობრივი ორგანიზაცია მოსკოვში და ბევრ რეგიონში”,  – ამბობს ოლეგ ორლოვი.

რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზაცია მემორიალზე ზეწოლა საზოგადოებაში პროტესტის საფუძველი გახდა.

სასამართლო პროცესის დღეს კი სხდომის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ამ აქციაზე მინიმუმ სამი ადამიანი დააკავეს.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა.

უახლესი

სხვა ამბები

კრემლიკრემლი

Send this to a friend