მთავარი მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე სხვადასხვა ქალაქში აღნიშნეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე სხვადასხვა ქალაქში აღნიშნეს

ესპანეთის ქალაქ ლოს ალკაზარესში ცნობილი ქალი პოლიტიკოსების პლაკატები გამოიფინა. პლაკატებზე ურსულა ფონ დენ ლაიენი, კეიტ მიდლტონი, კამალა ჰარისი, მარინ ლე პენი და სხვა პოლიტიკოსები ძალადობის მსხვერპლთა როლში არიან წარმოჩენილნი. იდეის ავტორი იტალიელი არტისტი ალექსანდრო პალომბოა. მან ეს ნამუშევრები ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით შექმნა.

„ეს ყველაფერი ემსახურება იმას რომ ოჯახურ ძალადობასა და ფემიციდზე საუბარი საჯარო სივცეშიც მიმდინარეობდეს. ეს უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ საზოგადოებრივი აზრი ბოლომდე არ შეიცვლება და ჩვენ არ ვაიძულებთ მთავრობებს მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მდგომარეობა შეიცვალოს“, – ამბობს უფლებადამცველი ქრისტინ ლანუა.

ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოს მთავარ მოედანზე კი 40 წითელი ფეხსაცმელი გამოიფინა. ეს არის რაოდენობა იმ ქალების, რომლებიც ბოლო სამ წელიწადში ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად ასევე წითლად განათდა რომის კოლიზეუმი.

უახლესი

სხვა ამბები

ძალადობაძალადობა

Send this to a friend