“რა არის გაწევრიანების თარიღი” – ვკითხულობთ სკოპიეს ცენტრში გაკეთებულ წარწერაზე. საქმე ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ საკითხთან დაკავშირებით სკოპიესა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებებს ეხება.
ჩრდილოეთ მაკედონიამ სახელმწიფოს სახელწოდება შეიცვალა მიზეზი კი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთთან დავა იყო, საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს სწორედ მაკედონია ეწოდება.
ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დაწყებას ამ ეტაპამდე საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა. პარიზი გაწევრიანებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას ითხოვდა, შემდეგ კი უკვე ბულგარეთის ხელისუფლება, რომელსაც კითხვები ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურულ და ისტორიულ იდენტობასთან დაკავშირებით ჰქონდა.
ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს წოდება 2005 წელს მიიღო, ინტეგრაციის პროცესის აქამდე გაჭიანურებამ კი ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირის ავტორიტეტს საგრძნობი ზიანი მიაყენა. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდა ევრო – ატლანტიკური კომისია მის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე.
„სამწუხაროდ, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეების მხარდაჭერა იზრდება, ვიტყოდი რომ ბოლო ორი არჩევნები სწორედ ამ ძალებმა მოიგეს“, – განაცხადა ევრო – ატლანტიკური კომისიის წარმომადგენელმა ილია ზუგამანოვი.
ჩრდილოეთ მაკედონიამ სახელმწიფოს სახელწოდება სწორედ ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით შეიცვალა, წლების მანძილზე ინტეგრაციის მიმართულულებით ნაკლები პროგრესის ფონზე კი სკოპიეს ცენტრში გაკეთებულ ამ წარწერაზე ჩრდილოეთ მაკედონიის მაგივრად მხოლოდ მაკედონია წერია.