მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.11% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 615 პირი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend