მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ აქციები იმართება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ აქციები იმართება

ნიდერლანდების  პოლიციასა და შეზღუდვების ხელახალი დაწესების გამო გაბრაზებული დემონსტრანტების ბოლო შეტაკების შემდეგ როტერდამის ქუჩებში ისევ სიმშვიდეა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მარკ რიუტემ მოსახლეობას მიმართა:

“მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც ლიბერალი, ყოველთვის ვიბრძოლებ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისთვის. ეს ჩვენი დემოკრატიის, ჩვენი კანონის უზენაესობის ნაწილია, მაგრამ არასოდეს დავუშვებ იმას, რომ იდიოტები ძალადობდნენ მათზე, ვინც მეც და თქვენც ყოველდღე გვიცავს, იცავს ამ ქვეყანას ”

ბელგიაში, ავსტრიაში, ხორვატიასა თუ სხვა ქვეყნებში შექმნილი არეულობის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკოსები და ლიდერები.

ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თავისი პოზიციაც დააფიქსირა.

“მშვიდობიანი დემონსტრაციები ფუნდამენტური უფლებაა, მაგრამ ამ საგანგებო სიტუაციაში, როდესაც საქმე საზოგადოების ჯანმრთელობას ეხება,  შესაძლებელია, რომ გარკვეული უფლებები შეიზღუდოს. კომპეტენტური ეროვნული ორგანოები დამოუკიდებელმა სასამართლოებმა უნდა გააკონტროლონ, რათა შეაფასონ სიტუაცია”, – ამბობს ევროკომისიის სპიკერი დანა სპინანტი

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა გვადელუპის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის ტერიტორიაზე დაძაბულობა უკვე ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. კასტექსი შეხვედრას დისტანციურად უძღვებოდა, რადგან მას ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება, ტესტის გაკეთების შემდეგ მასაც დაუდასტურდა ვირუსი.

ავსტრიაში მოსახლეობა საყოველთაო კარანტინის ხელახლა დაწესებას ნელ-ნელა ეგუება. ბევრი რესტორანი ერთგულ მომხმარებელს მიტანის სერვისს სთავაზობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend