მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია

ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია

ბრექსიტის შემდგომი მოლაპარაკებები ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩიხშია შესული, შედეგად კი შესაძლოა მხარეებს შორის ეკონომიკური ომი დაიწყოს.

ამ დავის პირობებში კი ყველაზე მეტად ჩრდილოეთ ირლანდიელ მეწარმეები ზარალდებიან. ადგილობრივ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიქტორ ჩესტნუტი აცხადებს, რომ ეკონომიკური ომის დაწყების შემთხვევაში საზოგადოებას ხისტი რეაქცია ექნება.

„ეკონომიკური ომის დაწყების შემთხვევაში გამარჯვებული მხარე არ იქნება. არ ვამბობ, რომ ამ დაპირისპირების დაწყება შეუძლებელია, მაგრამ ნებისმიერი მხარე, რომელიც საკუთარი ინტერესების მიღწევისათვის ადგილობრივ მეწარმეებს დააზიანებს, ამისათვის დიდ ფასს გადაიხდის. მგონია რომ საზოგადოებას საკმაოდ ხისტი რეაქცია ექნება“, – ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ვიქტორ ჩესტნუტი.

გაერთიანებული სამეფო ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის გაუქმებით იმუქრება, სწორედ ეს პროტოკოლი განსაზღვრავს ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ჩრდილოეთ ირლანდიის ყოფნას.

ბრიუსელში კი აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის გაუქმების შემთხვევაში გაერთიანებულ სამეფოს სავაჭრო შეზღუდვებს დაუწესებენ.

ადგილობრივი მეწარმე სეამუს ლეჰენი კი მეწარმეებისათვის არსებულ საერთაშორისო მასშტაბის შესაძლებლობებზე საუბრობს.

„ჩვენ კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებთან შეხვედრები გავმართეთ. მათი თქმით ჩრდილოეთ ირლანდიას დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ერთის მხრივ გაერთიანებული სამეფოს და მეორეს მხრივ ასევე ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მქონე სახელმწიფოს შესაბამისი უფლებებით. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მეწარმეები მხარს ვუჭერთ ეგრეთწოდებული ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის შენარჩუნებას. შესაბამისად სასურველია რომ ევროკავშირთან შეთანხმებას მივაღწიოთ და საქმიანობა გავაგრძელოთ“, – მიიჩნევს ადგილობრივი მეწარმე სეამუს ლეჰენი.

ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობა 30 წლის განმავლობაში კონფლიქტის პირობებში ცხოვრობდა, ეგრეთწოდებული ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის მთავარი დანიშნულება სწორედ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის საზღვრის შექმნის აუცილებლობის თავიდან აცილებაა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კი მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოსთვის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის ფარგლებში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დავის ფონზე კი ჩრდილოეთ ირლანდიელი მეწარმეები გართულებულ პირობებში საქმიანობას განაგრძობენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend