მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება “მოგვიანებით” განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend