რუსეთმა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ახალი რეკორდს მიაღწია. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვმა ცხრა მილიონს გადააჭარბა.
ყოველდღიური სიკვდილიანობისა და ინფიცირების შემთხვევების ზრდა, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებიდან გრძელდებოდა, გასული კვირის განმავლობაში შემცირდა, მაგრამ კორონავირუსის ეროვნული სამუშაო ჯგუფი ამბობს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, დაიღუპა 1,247 ადამიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, პანდემიასთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.
საფრანგეთში ახალი, მეხუთე ტალღაა. ქვეყანაში ინფიცირების 20,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ეს 60 პროცენტით მეტია გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით. პარალელურად იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც.
“ჯავშნები პირველ ვაქცინის დოზაზე 20%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საფრანგეთში რამდენიმე მილიონი მოქალაქე ჯერ კიდევ აუცრელია”,- განაცხადა საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალიმ.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი – 86%-ია, ჰოსპიტალიზებუთა რაოდენობა მაინც იზრდება. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ზამთრის სეზონისა და დასვენების წინ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დრო აღარ დარჩა. მთავრობა ჯანდაცვის ეროვნულ კომისიასთან შესახვედრად ემზადება.
“დახურულ სივრცეში კვლავ სავალდებულოა ნიღბების ტარება. ეს ძალიან მნშვნელოვანია. ასევე უნდა დაწესდეს შეზღუდვები იმ ადგილებშიც, სადაც ნიღბების გამოყენება შეუძლებელია. სწრაფი ტესტებიც აფთიაქებში უფასო უნდა იყოს“,- ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი გუსტავო ტატო ბორჯესი
სლოვენიაში ახალგაზრდებს აჩვევენ, როგორ უნდა ებრძოლონ კორონავირუსს.
იმისთვის, რომ ქვეყანაში გაიხსნას სკოლები, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინა, კვირაში სამჯერ მოეთხოვებათ, კორონავირუსის ტესტის გაკეთება. სლოვენიაში იზრდება ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა.