მთავარი გადაცემები Climate Now როდის აისახება COP26-ის სამიტის გადაწყვეტილებები ჩვენს პლანეტაზე?

როდის აისახება COP26-ის სამიტის გადაწყვეტილებები ჩვენს პლანეტაზე?

COP26 კლიმატური სამიტის კვალდაკვალ გვინდა, გავიგოთ, როდის აისახება კლიმატზე სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები სათბური აირების გამონაბოლქვის შემცირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, განვიხილავთ, რას წარმოადგენს ახალი ევროპული ინციატივა, რომელიც  ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს თანამგაზვრის მეშვეობით გაზომავს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კანადაში

სანამ გავარკვევთ, რა რისკები გველოდება მომავალი ათი წლის განმავლობაში კლიმატის თვალსაზრისით, მოდით  კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის Copernicus-ის  ბოლო მონაცემებს გადავხედოთ.

2021 წლის ოქტომბერში ჰაერის ტემპერატურა 0.4 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. შესაბამისად, გასული თვე რიგით მესამე ყველაზე თბილი ოქტომბერი იყო.

თუ ტემპერატურის რუკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ევროპა გაყოფილი იყო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებად.

ნორვეგიაში ტემპერატურა 1.9 გრადუსით აჭარბებდა საშუალო მაჩვენებელს, საბერძნეთიდან კასპიის ზღვამდე კი ტემპერატურა წლის ამ დროის საშუალო მაჩვენებელზე საკმაოდ ნაკლები იყო.

მაგრამ ყველაზე საოცარი რამ ჩრდილოეთ კანადაში მოხდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ ადგილას 7 გრადუსით აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს.

ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილებში, რომლებშიც, როგორც წესი, წლის ამ დროს ყინვა იყო, ოქტომბერში პირველად  დაფიქსირდა ტემპერატურა ნულს ზემოთ.

ეს სწრაფი დათბობის ახალი სიმპტომია, რომელიც ბოლო წლებში არქტიკაში შეინიშნებოდა.

ევროკავშირის ახალი ინიციატივა CO2-ის გამონაბოლქვის გაზომვასთან დაკავშირებით

შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამჟამად არ არსებობს მეთოდი, რომელიც ზუსტად გაზომავდა, რა მოცულობის ცეოორი CO2 გაედინება ატმოსფეროში ინდუსტრიული საწარმოებიდან, ქალაქებიდან და ქვეყნებიდან. ყველაფერი არაპირდაპირ გათვლებს ეყრდნობა.

მაგრამ ახალი ევროპული ინიციატივა ამ პრობლემის გადაჭრას აპირებს.

ნახშირბადის დიოქსიდი უფერო და უსუნო აირია და ატმოსფეროს სწრაფად ერევა. ამიტომ წარმოუდგენლად რთულია თვალის მიდევნება, თუ რამხელაა მისი გაფრქვევის მასშტაბი. თუმცა 2026 წლიდან ევროპული სისტემა, სახელწოდებით CO2MVS-ი თანამგზავრის მონაცემებსა და კომპიუტერულ მოდელებს ერთმანეთთან დააკავშირებს, რათა ზუსტად განსაზღვროს გამონაბოლქვის წყარო, მოცულობა და გარემოება.

ვინსენტ-ჰენრი პეუჩი, „Copernicus-ის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის დირექტორი:

„გამონაბოლქვის დაზუსტება შესაძლებელი იქნება რიცხვებზე დაფუძნებული მოდელით და დაკვირვებებით მიღებული მონაცემების შედარებით. ამ გზით, გარკვეულწილად, მარყუჟი შეიკვრება და გავარკვევთ, ატმოსფეროში  ცეოორის გამონაბოლქვის მოცულობა ზუსტად იმდენივეა თუ არა, რამდენიც გვეგონა.“

CO2MVS-ი მონაცემებს 2 კილომეტრის სიზუტით დაადგენს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნებს ეცოდინებათ, ზუსტად საიდან იფრქვევა CO2 -ი, ასევე გაირკვევა, გამონაბოლქვის  შეფასების ცდომილების დონე და აღირიცხება მანამდე შეუმჩნეველი გამონაბოლქვის წყაროები.

ვინსენტ-ჰენრი პეუჩი, „კოპერნიკუსის“ ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის დირექტორი:

„არ მგონია, რომ ეს მეთოდი ევროპაში გამონაბოლქვის შესახებ არსებულ ცოდნაში რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს, მაგრამ მსოფლიოს სხვა ნაწილებში ეს შეიძლება მართლაც დიდი გარღვევა იყოსდ.“

მართალია, COP26-ის სამიტი მთლიანად გამონაბოლქვის შემცირებას მიეძღვნა,   მაგრამ გამონაბოლქვის კონცენტრაცია ატმოსფეროში ისევ იზრდება.

Copernicus-ის მონაცემების გრაფიზე ჩანს, როგორ ირყევა კონცენტრაციის დონე წელიწადის დროების მიხედვით, მაგრამ საერთო ჯამში ეს დონე იზრდება და ახლა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალია.

ისმის კითხვა რას უნდა ველდოდოთ კლიმატის თვალსაზრისით მომავალი ათი წლის განმავლობაში?

პირველ რიგში, საკითხავია, ექნება თუ არა რამე ეფექტი გლაზგოში მიღებულ გადაწყვეტილებებს 2030 წლისთვის?

ჩვენი კლიმატური სისტემა ნელა იცვლება, ამიტომ მარტივი პასუხია: „არა“.

ედ ჰოუკინსი, რედინგის უნივერსიტეტის კლიმატურ მეცნიერებათა პროფესორი:

„მომავალი ათი წლის განმავლობაში დათბობა მაინც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობა იქნება გამონაბოლქვის კუთხით.  მაგრამ გამონაბოლქვის შემცირება, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც 2030 წლის შემდეგ მოხდება, 2050 წლისთვის და მას შემდეგ.“

წელს უკვე ვიგემეთ, თუ რა შეიძლება მოხდეს მალე. მათ შორის იყო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური უბედურებები, დაწყებული ტყის ხანძრებით, 50-გრადუსიანი სითბური ტალღებით სამხრეთ ევროპაში და ფატალური წყალდიდობით დასრულებული გერმანიასა და ბელგიაში.

მომავალი ათი წლის განამავლობაში ასეთი სტიქიური მოვლენები სულ უფრო გახშირდება და ზოგიერთ რეგიონში უფრო მასშტაბური სახე ექნება.

სონია სენევირატნე, ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის ატმოსფერულ და კლიმატურ მეცნიერებათა  ინსტიტუტის პროფესორი:

„2030 წლისთვის სითბური ტალღები კიდევ მოიმატებს. გახშირდება უხვი ნალექი ძირითადად ჩრდილოეთ ევროპასა და მის ცენტრალურ ნაწილშიც. ასევე გახშირდება  გვალვები, განსაკუთრებით სამხრეთ ევროპასა და ცენტრალურ ევროპაში.“

გამონაბოლქვი სწრაფადაც რომ შემცირდეს, კლიმატური ცვლილების გავლენა გაგრძელდება მიმდინარე საუკუნის ბოლომდე და მის შემდეგაც.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

cop26cop26

Send this to a friend