მთავარი ევროპა საბერძნეთი ათენში დიქტატურის წინააღმდეგ სტუდენტების აჯანყება გაიხსენეს

ათენში დიქტატურის წინააღმდეგ სტუდენტების აჯანყება გაიხსენეს

17 ნოემბერს საბერძნეთის მოქალაქეები ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ, რათა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ სისხლიანი სტუდენტური აჯანყების წლისთავი აღენიშნათ. საბერძნეთში დიქტატურა 1967-74 წლებში გრძელდებოდა, მათ რეჟიმს რამდენიმე სტუდენტი ემსხვერპლა.

“თითქმის ნახევარი საუკუნე, 48 წელი გავიდა იმ ღამიდან, როდესაც ათენში სტუდენტები აჯანყდნენ. ისინი დემოკრატიისთვის იბრძოდნენ. ეს ყველაზე მასშტაბური აქტი იყო 7-წლიანი დიქტატურის წინააღმდეგ, ეს ხალხისთვის ბნელი და  მტკივნეული წლები იყო. ირონიულია რეჟიმი ებრძოდა დემოკრატიას სწორედ იმ ქვეყანაში, რომელშიც გაჩნდა პირველად ეს ცნება”, – ყვება ევრონიუსის ჟურნალისტი პანოს კითსიკოპულოსი.

დემონსტრანტების ძირითადი ნაწილი დღის 5 საათის შემდეგ ამერიკის საელჩოსკენ გაემართა. ეს იყო მშვიდობიანი მსვლელობა. აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ, ფაშიზმს აკრიტიკებდნენ და ამბობდნენ, რომ მთავარი თავისუფლებაა.

გზად ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებოდით. მშობლებს შვილებიც თან ჰყავდათ მოყვანილი. როგორც ჩანს, მათ სურდათ ეჩვენებინათ შვილებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სტუდენტების ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ.

პოლიცია მობილიზებული იყო, თუმცა მსვლელობამ მშვიდობიანად ჩაიარა.

ათენის ცენტრში აშშ-ს საელჩოსკენ მიმავალი ათასობით დემონსტრანტი აკრიტიკებდა ამერიკას, რომელიც იმ დროს მხარს უჭერდა დიქტატურას

“ათასობით ადამიანი გამოვიდა სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების წლისთავის გასახსენებლად  გასულ წელს მსგავსი ღონისძიებები პანდემიის გამო გაუქმდა, წელს კი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღო  მონაწილეობა  ტრადიციულ მსვლელობაში”, –  ევრონიუსის ჟურნალისტი იოანის კარაგიორგასი.

უახლესი

სხვა ამბები

ათენშიათენში

Send this to a friend