მთავარიმსოფლიოევროპაპოლონურმა მხარემ საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

პოლონურმა მხარემ საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა

ათასობით მიგრანტი ისევ რჩება პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრების მახლობლად.

სამშაბათს პოლონელმა სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს  მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციელებს ქვებს ესროდნენ.  ხოლო ვარშავამ ბელარუსის ხელისუფლება დაადანაშაულა, რომ სწორედ მან გადასცა კვამლის ყუმბარები იმათ, ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა.

ეს ევროკავშირის საზღვარზე დაძაბული კრიზისის გამწვავების მცდელობა იყო, დასავლეთი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ადანაშაულებს, რომ  მან მიგრანტები დესტაბილიზაციის შესაქმნელად გამოიყენა.

პოლონეთში ვიზიტისას ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა დაგმო ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები

“სიტუაცია უკიდურესად რთულია და პრობლემურია. ჩვენ ვხედავთ იმ ადამიანების ტანჯვას,  რომლებიც გაურკვევლობაში არიან. მიუღებელია ის, რასაც ბელარუსის ხელისუფლება აკეთებს. ის ხალხს თავისი ინტერესებისთვის იყენებს”, – განაცხადა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა.

სამშაბათს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა,  რომ ის და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე შეთანხმდნენ, რომ არავინ ისარგებლებდა კრიზისის გამწვავებით. მან კიდევ ერთხელ აირიდა პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვაგროვებთ ლტოლვილებს მთელ მსოფლიოში და არ შემოგვყავს ისინი ბელარუსში, როგორც ეს  პოლონეთმა აცნობა ევროკავშირს. ჩვენ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ვიღებთ ყველას,  ვინც ლეგალურად მოდის. ვინც კანონს არღვევს, ვსვამთ თვითმფრინავში და უკან ვაბრუნებთ.

ზოგიერთ მიგრანტს უმართლებს და პოლონეთში მაინც შედის, მათ მოხალისეები ეხმარებიან.

სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა ტყით დაფარულ სასაზღვრო რაიონში, სადაც ტემპერატურა ღამით 0-ზე დაბალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend