მთავარი ვიდეო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტროპიკული ტყე კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტროპიკული ტყე კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ

კონგოს ღრმული ის ადგილია, სადაც მსოფლიოში ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე ტროპიკული ტყე მდებარეობს. ამ ტყეს 180 მილიონი ჰექტარი უკავია და მისი ორი-მესამედი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე მოდის. ეს ქვეყანა სიდიდით მთელი დასავლეთ ევროპის ტერიტორიას უდრის.

იანგამბიში შუაგულ ტყეში აღმართული 55 მეტრის სიმაღლისმიკრომეტეროლოგიური  კოშკურა CongoFlux-ი ერთი წლის წინ დამონტაჟდა. იგი ერთ ერთია  მსგავს 1400 კოშკურათაგან, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაფანტული. ამ ნაგებობის დიზაინი ბელგიის გენტის უნივერსიტეტში შეიქმნა.

თომას სიბრეტი, გენტის უნივერსიტეტის პროექტ Congoflux-ის მენეჯერი:

„ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს, რომ  დავთვალოთ, რა რაოდენობის სათბური აირების მიმოცვლა ხდება ატმოსფეროსა და ტყეს შორის. ამ გზით შეგვიძლია უწყვეტად დავითვალოთ ნახშირბადის გამონაბოლქვის მოცულობა და რამდენად შეამცირა ეს მოცულობა  კონგოს  ტროპიკულმა ტყემ“.

პირველი შედგები საკმაოდ იმედისმომცემია. ბოდუენ მიშელი, ტროპიკული ტყის და მიწის ინტეგრირებული მართვის რეგიონული უმაღლესი სკოლის  ERAIFT-ის უმაღლესი სკოლის რექტორი თვლის, რომ კონგოს ტროპიკული ტყე პლანეტის მეორე ფილტვი კი არ არის, როგორც ამას ზოგიერტი ამბობს, არამედ პირველი: „მრავალი ბიოლოგიური და ისტორიული ფაქტორის გამო, დღეს კონგოს ღრმული უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავს, ვიდრე ამაზონი ან ინდონეზია,“ – განაცხადა მან.

როდესაც კონგო ბელგიის კოლონია იყო, იანგამბის ნაკრძალი მსოფლიოში ყველაზე დიდ ტროპიკულ კვლევით ცენტრს წარმოადგენდა.

მთავრობასთან თანამშრომლობის ფორმატში იანგამბის მეტყევეობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღდგენა მიმდინარეობს. ამ პროექტს  FORETS-ი ეწოდება და მას ევროკავშირი აფინანსებს. პროექტში ქალაქ კისნაგანის მეცნიერების ფაკულტეტიც არის ჩართული, სადაც მეტყევეობის მომავალ ექსპერტებს ამზადებენ.  260 მაგისტრანტი და დოქტორანტი პრაქტიკულ მეცადინეობას იანგამბიში გადის. ივი Yves ამ დილით ბავშვებს განმარტებით სემინარს უტარებს. სწორედ ეს ბავშვები წარმოადგენენ იმ მომავალ თაობას, რომელიც ტყის დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.

ჟან-მარკ შატენიე,  ევროკავშირის ელჩი კონგოს  დემოკრატიულ რესპუბლიკაში:

„კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ჩვენი ყველაზე დიდი ნაკრძალია აფრიკაში. კონგო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, აქ უზარმაზარი ტყის რესურსია. ეს ხელს უწყობს როგორც მოსახლეობის განვითარებას, ისე პლანეტის დაცვას.“

პროექტი FORETS-ი  კიდევ რამდენიმე მიმართულებას იკვლევს, მათ შორის ყავის, მერქნის, ელექტროენერგიის ბიომასით წარმოებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით, აგრომეტყევეობის დახმარებით კი გაუტყევებას ებრძვის.

ოლივიე მუშიეტე, კონგოს ბუნების დაცვის ინსტიტუტის დირექტორი:

„აგრომეტყევეობა ერთ-ერთი გამოსავალია ტყის გაჩანაგების შესაჩერებლად. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წავახალისოთ, დარგონ ისეთი ხეები, რომლებიც ნიადაგის განოყიერებას შეუწყობს ხელს და ელექტროენერგიის საწარმოებლად მიიღონ მერქანი.“

ფერმერებს ნერგებით პროექტ  FORETS-ის სანერგე ამარაგებს. ახლა მიწის თხილის პლანტაციებში ისინი რგავენ აკაციასა და ისეთ ხეებს, რომლებიც სწრაფად იზრდება. პროექტის მიზანი აქ 5 მილიონი ხის დარგვა და გავერანებული ბიომრავალფეროვნების აღდგენაა. აგრომეტყევეობას  ენციოში ბატეკეს პლატოზეც მისდევენ, რომელიც დედაქალაქიდან 150 კილომეტრითაა დაშორებული. ევროკავშირი ამ სავანში 2013 წლიდან დებს ფულს, რათა ამ ქვიშიან ნიადაგზე სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელი. ამ ინვესტიციის მიზანი ადგილობრივი და კინშასის მოსახლეობის გამოკვებაა, რაც ამ ადგილებიდან მოსახლეობის გადინებას შეანელებს.

აქ 260 ოჯახი ცხოვრობს,  5500 ჰექტარ მიწაზე, რომელიც ისე დაამუშავეს, რომ ტყის აღსადგენისთვის შეეწყოთ ხელი. ამ მიწაზე აკაციების ჩრდილქვეშ ყველა ფერმერს მოჰყავს პალმის ზეთი, მანიჰოტი, მარცვლეული ან პარკოსნები.

ბენჯამინ ტანდალა კალენზა, „ენციოს“ პროექტის კოორდინატორი და ფერმერი:

„ეს ჩამოცვენილი ფოთლები წლების განმავლობაში გროვდება და ნეშომპალას ფენას ქმნის, აკაციის ფესვები აზოტს ითვისებს. ეს  ნიადაგს ზუსტად იმ დონეზე ანოყიერებს, როგორც ტყეში.“

ამ დილას შედგა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მარცვლეულისა და პროდუქციის გაყიდვის საკითხები, რომლებიც ძირითადად კინშასის 20-მილიონიან მოსახლეობაზეა გათვლილი. წყალს მოსახლეობა წყლის ჭაბურღილებზე დმაონტაჟებული მილებიდან იღებს. ენციოს პროექტის წყალობით, ფერმერების შემოსავალი გაათმაგდა.

ჯუდიტ მაკასი კაზვალა, ფერმერი:

„ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, რადგან ადრე ვყიდულობდი სურსათს და მანიჰოტს და ამაში ფულის გადახდა მიწევდა, ახლა კი – არა. მივდივარ ყანაში და თავად მომყავს, ეს კი ფულის შოვნის საშუალებას მაძლევს.“

ცენტრალური აფრიკისთვის იშვიათი  მრავალფეროვნებით გამორჩეული სანერგე  ფერმერებს ამარაგებს, კინშასის ქუჩის ბავშვებს კი პროექტში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.

აგრომეტყევეობის მეურნეობის ირგვლივ გაშლილ მინდვრებზე დეკეული ძოვს ბალახს. ეს მინდვრები ხანძარსაწინააღმდეგო ფუნქციას ასრულებს, რათა სავანაში ხანძარი შეაჩეროს და ამგვარად ბიომრავალფეროვნების დაცვასაც შეუწყოს ხელი.

ავტორი: ლორენს ალექსანდროვიჩი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend