მთავარიმსოფლიოკომპანია "ფაიზერი" თანახმაა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები სხვა მწარმოებლებმაც გამოუშვან

კომპანია “ფაიზერი” თანახმაა კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები სხვა მწარმოებლებმაც გამოუშვან

წამლების მწარმოებელმა Pfizer.-მა გააფორმა შეთანხმება გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან, რათა სხვა კომპანიებსაც  მიეცეთ საშუალება,  აწარმოონ COVID-19-ის სამკურნალო აბები. ეს  ნაბიჯი მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

Pfizer-მა განაცხადა, რომ იგი მისცემს ლიცენზიას  ჟენევაში დაფუძნებულ მედიკამენტების საპატენტო ფონდს ვირუსის საწინააღმდეგო აბების დასამზადებლად.  კომპანიებს შეუძლიათ, აწარმოონ აბები, რომლებსაც 95 ქვეყანაში გამოიყენებენ.

ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით,  შეთანხმება მანამდე გაფორმდა, სანამ Pfizer-ის აბებს ოფიციალურად დაამტკიცებდნენ, თუმცა, მათი აზრით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული წვლილი შეიტანოს პანდემიის სწრაფად დასრულებაში.

“თავდაპირველად ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს წამალი გამოგვეყენებინა მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ადამიანების ჰოსპიტალიზაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტმა მედიკამენტი  პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 3 დღის შემდეგ უნდა მიიღოს”,- განაცხადა UNITAID-ის წარმომადგენელმა ჰერვე ვერჰუსელმა.

ნიდერლანდებში კი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ხელისუფლება აუცრელი პირებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპირებს.

ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა 4-12 წლის ბავშვებში, რომელთა უმეტესობას ჯერ არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.  ევროპაში  12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ Moderna-სა და Pfizer-BioNTech-ის მიერ დამზადებული ვაქცინებით აიცრან.

ხორვატიაში საჯარო სექტორის ყველა თანამშრომელსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც საჯარო დაწესებულებებში შესვლა დასჭირდებათ, COVID სერთიფიკატების წარდგენა მოეთხოვებათ. აქამდე ეს რეგულაცია  მხოლოდ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებზე ვრცელდებოდა.

“ჩვენ სხვადასხვა დაწესებულებაში გვიწევს ხოლმე მისვლა, ბანკებში, ფოსტაში, საავადმყოფოებში. ამიტომ ნამდვილად ჯობია, ვაქცინა გავიკეთოთ.”

“არაფერი მკითხო. ისინი ჩვენს ცხოვრებას კიდევ უფრო ართულებენ”, – ამბობენ მოქალაქეები. 

 

უკრაინაში სამშაბათს COVID-19-ით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ხელისუფლება ცდილობს ქვეყნაში ვაქცინაციის კამპანიას ხელი შეუწყოს.

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თითოეულ უკრაინელს დაჰპირდა, რომ მას, ვინც აცრება, 1000 გრივნას (38 დოლარს) გადაუხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend