მთავარი მსოფლიო კავკასია აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია

აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე ამ დროისთვის ცეცხლი შეწყვეტილია

აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე ამ დროისათვის ცეცხლი შეწყვეტილია. სომხეთისა და აზერბაიჯანის ომიდან ერთი წლის თავზე მხარეებს შორის შეტაკებები სამშაბათს დაიწყო. ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საბრძოლო მოქმედების დაწყებაში ერთმანეთი დაადანაშაულებს.

სომხეთის მთავრობის განცხადებით, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, თუმცა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. სომხური მხარის ინფორმაციით, მათ ორ სამხედრო პოზიციაზე დაკარგეს კონტროლი.

„ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეების დუმილის ფონზე, აზერბაიჯანმა და მისმა მომხრეებმა აგრესიული ქმედებები გააგრძელეს. ჩემი შეფასება ცალსახაა: აზერბაიჯანი და მისი მხარდამჭერები საფრთხეს უქმნიან ჩვენს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანი.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეტაკება ქალბაჯარსა და სიუნიქის რეგიონების მახლობლად მოხდა, სადაც ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა. მისი თქმით, დაუგეგმავი სამხედრო ოპერაცია სომხების შეტევის პასუხი იყო. ორივე მხარე ადასტურებს, რომ შეტაკებებისას საარტილერიო და ჯავშანტექნიკა იქნა გამოყენებული.

„სომხეთის სამხედრო დანაყოფების შეტევების შესაჩერებლად ჩვენმა დანაყოფებმა ქალბაჯარსა და ლაჩინში თავდაცვითი საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. თავდაპირველად, მოწინააღმდეგეს გადაადგილება შევუზღუდეთ, მათი სამხედრო არტილერია დაზიანდა. ოპერაციის შედეგად, სომხური ტანკსაწინააღმდეგო სისტემა განადგურდა“, –  განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ანარ აივაზოვმა.

რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ეს პირველი საბძოლო მოქმედებებია 2020 წლის შეტაკებების შემდეგ, რომელიც რუსეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1990-იან წლებში დაიწყო. ომი 1994 წელს დასრულდა, თუმცა მას შემდეგ პერიოდულად სამხედრო შეტაკებები მუდმივად იყო. პრობლემა კვლავაც გადაუჭრელელია. ათწლეულების განმავლობაში ათასობით ადამიანი დაიღუპა, ასიათასობით მოსახლე კი დევნილად დარჩა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend