მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსის 5204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 5204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 834 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 227 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 607 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 785 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend