მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მწვანე შუქი მიგრანტებს გზას უნათებს

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მწვანე შუქი მიგრანტებს გზას უნათებს

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე კვლავ მიგრანტთა კრიზისია. გასულ კვირას პოლონეთმა 15 000 სამხედრო განალაგა, რათა ხელი შეეშალა ბელარუსიდან მომავალი უცხოელი მიგრანტების ქვეყანაში შესვლისთვის. პოლონელმა იურისტის კამილ სილერმა კი მიგრანტების დასახმარებლად პროექტი წამოიწყო.

მწვანე შუქი სიბნელეში მიგრანტებს გზას უნათებს. პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრებთან, დაუსახლებელ მიწაზე, ეს ერთგვარი ნიშანია მიგრანტებისთვის, მათ იციან, რომ აქ შეუძლიათ დახმარება მიიღონ.

პოლონელმა ადვოკატმა კამილ სილერმა, რომელიც ამ მხარეში ცხოვრობს, გადაწყვიტა, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საკვები, თბილი ტანსაცმელი და სხვა საჭიროებები.

„ჩვენ გვაქვს თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“. ამ შეკვრაში საკვებთან ერთად არის სპეციალური საშუალება წყლის გასაფილტრად“, – ამბობს პოლონელი ადვოკატი კამილ სილერი.

სილერმა სოციალური მედიის საშუალებით მიგრანტებს ინფორმაცია რამდენიმე ენაზე მიაწოდა.  იგი ამტკიცებს, რომ არ უწყობს ხელს მიგრანტებს დამალვაში ან საზღვრის გადაკვეთაში. მწვანე შუქის საშუალებით სილერი ეხმარება მათ, რომ უბრალოდ გადარჩნენ.

მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს.

“ისინი არღვევენ ჩვენს საზღვრებს. ანგრევენ პოლონეთს. ვიღაცამ მოიყვანა ისინი აქ. თქვენ ხედავთ, რომ აქ ბელარუსი ჯარისკაცები არიან”, – ამბობს ერთ-ერთი სასტუმროს მეპატრონე პოლონეთში.

სილერი ამბობს, რომ ის, რასაც აკეთებს, მხოლოდ ზღვაში წვეთია – ათასობით მიგრანტს დახმარება ესაჭიროება, იგი სთხოვს სააგენტოებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მისცენ საშუალება, რომ დახმარება აღმოუჩინოს მიგრანტებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend