მთავარიმსოფლიოევროპაევროპა კორონავირუსის ახალი ტალღისთვის ემზადება

ევროპა კორონავირუსის ახალი ტალღისთვის ემზადება

ავსტრიაში უკვე 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებსაც ცრიან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამასთანავე, ქვეყანაში ამოქმედდა ახალი შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ არავაქცინირებულებს ეხებათ. ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე მოსახლეობას კაფე-ბარებსა და რესტორნებში შესვლა ეკრძალება. გაზრდილია ჯარიმა კოვიდრეგულაციების დარღვევის შემთხვევაში.

„ჩვენ განვიხილეთ ბავშვებთან, თუ რატომ დაწესდა ეს შეზღუდვები და რატომ არის აუცილებელი ვაქცინაცია. ახლა მათ უკვე იციან, რომ თუ მეორედ აიცრებიან, უფრო მეტად იქნებიან დაცული და რომ ეს სხვა აცრების მსგავსია, რომლებიც მათ აქამდე გაუკეთებიათ. ასე რომ, ახლა უკვე ოფიციალურად იცრებიან ამ ასაკის ბავშვები“, – ამბობს ხარისხის კონტროლის თანამშრომელი ჯერალდ შვარცი.

0.38  ბერლინში სპორტულ დარბაზებში, რესტორნებსა და ბარებში ვეღარ შევლენ  ის ადამიანები, რომლებიც არ არიან აცრილი Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სრულად აცრილია მოსახლეობის 2/3.

გაერთიანებული სამეფო 40-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებს რეკომენდაციას უწევს,  ე.წ. „ბუსტერ დოზები“ გაიკეთონ, ხოლო 16-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს ურჩევს, მეორეჯერ Pfizer-ის ვაქცინით აიცრან.

„მე მჯერა, რომ ბუსტერ პროგრამა წარმატებულია და თუ დამატებით დოზას უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს, შემცირდება როგორც კოვიდპაციენტების რაოდენობა ჰოსპიტლებში, ისე ვირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვიც. ამ ზამთარს ბევრად უფრო მარტივად გადავიტანთ. ეს არის ჩვენი გეგმა“, – ამბობს პროფესორი და ეპიდემიოლოგი ჯონათან ვან-ტამი.

საფრანგეთში ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო სკოლებში კვლავ სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება. ახალი რეგულაცია ვრცელდება 6 წლის ბავშვებზეც.

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილში კორონავირუსის მორიგი ტალღა ახლოვდება, ინფიცირების შემთხვევები სწრაფად იზრდება. ქვეყნები კი სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან ვირუსს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend