მთავარიმსოფლიოევროპაბალტიის ქვეყნების ლიდერები ბელარუსის მთავრობას ადამიანებით ვაჭრობაზე პასუხისმგებელობას აკისრებენ

ბალტიის ქვეყნების ლიდერები ბელარუსის მთავრობას ადამიანებით ვაჭრობაზე პასუხისმგებელობას აკისრებენ

ვილნიუსში გამართულ შეხვედრაზე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა მიგრანტთა კრიზისში პირდაპირ დაადანაშაულეს ლუკაშენკოს რეჟიმი. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, თავშესაფრის პოლიტიკა გაემკაცრებინა, ასევე მოითხოვეს ფინანსური მხარდაჭერა ფიზიკური ბარიერებისა და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსადა მიიჩნევს, რომ ბელარუსის საზღვარზე არსებული მდგომარეობა არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის პრობლემა.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ უარესდება სიტუაცია ლიეტუვის საზღვარზე. ეს სიტუაცია მოითხოვს სასწრაფო გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ევროპულ და საერთაშორისო დონეზე. ბელარუსის საზღვარზე შექმნილი საფრთხე არ არის მხოლოდ ლიეტუვისა და პოლონეთის პრობლემა. ევროკავშირისა და ნატოს ვალია გარესაზღვრების დაცვა“, – ამბობს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

ორშაბათს ასობით მიგრანტი აღმოჩნდა ხაფანგში პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე, მათ არ არც წინ წასვლა შეეძლოთ და არც უკან დაბრუნება. მიგრანტებმა იცოდნენ, რომ საზღვარი გახსნილი იყო, თუმცა ადგილზე მისვლისას, იმედი მალე გაუქარწყლდათ.

ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განაგრძობენ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. დეტალები ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ახალი სანქციების გამო შურისძიებით იმუქრება, ამტკიცებს, რომ მისი ხალხი მიგრანტების გაბრუნებას ცდილობს, თუმცა ბევრი მათგანი უარს ამბობს წასვლაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend