სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.
“მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჩატარებული PCR ტესტის შედეგად კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ინფორმაციისთვის, მ. სააკაშვილს, პრევენციის მიზნით ,PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.