მთავარიმსოფლიოკლიმატის ცვლილების გამო კამარგის ტერიტორიაზე ზღვის დონე იმატებს

კლიმატის ცვლილების გამო კამარგის ტერიტორიაზე ზღვის დონე იმატებს

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები უკვე საფრანგეთის სამხრეთით, კამარგის ტერიტორიაზეც, იგრძნობა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ზემოთ იწევს ზღვის დონე, ხელოვნური ბარიერი კი ცოტა ხანში მას ვეღარ შეაჩერებს. უკვე დაპატარავდა სანაპირო ზოლი და შემცირდა ქვიშის რაოდენობა, ნიადაგში მარილიანობის მომატების გამო კი მდელოებზე  ნაკლები ბალახი ამოდის.

უკვე მრავალი ათასეული წელია, რაც ფლამინგოები დედამიწაზე  არსებობენ. დიდი ალბათობით, ისინი  იმ ფრინველთა მცირე ნაწილს განეკუთვნებიან, რომლებიც  კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებს გადაურჩებიან. ექსპერტების თქმით, ფლამინგოები, სხვა გადამფრენი ფრინველების მსგავსად, ისევ გაფრინდებიან სამხრეთ საფრანგეთისკენ,  მიუხედავად კლიმატის ცვლილების შედეგებისა, რომლებიც, ადგილობრივების თქმით, უკვე შეინიშნება.

ადგილობრივი მცხოვრები ელენ ფერულო აღნიშნავს, რომ 3 – 4 ათწლეულია, რაც სანაპიროები დაპატარავდა, უფრო ქვიანი გახდა და შემცირდა ქვიშის რაოდენობაც. წელიწადში რამდენიმე დღე თოვლი მოდის ხოლმე, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.

ზღვის დონის მატება შეუქცევად ცვლილებებს გამოიწვევს  კამარგის ეკოსისტემაში. ზღვის მოქცევა იმოქმედებს წყლის მარილიანობაზე, ასევე კამარგის იმ ცნობილი ბრინჯის შემადგენლობაზე, რომელიც წითელი ფერითა და თხილის გემოთი გამოირჩევა. შემცირებულია ბალახი მდელოებშიც.

ფერმერი ორელი რეინო ამბობს, რომ  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები უკვე თვალსაჩინოა. იმის გამო, რომ ნიადაგი უფრო მარილიანი გახდა, ბალახი აქ ნაკლებად ამოდის. ეს კი ფერმერების მუშაობის ხარისხზეც აისახება, იკარგება  საძოვრების დიდი ნაწილიც. მისი თქმით, ეს ფინანსური თვალსაზრისითაც ბევრად უფრო რთულია.

ზღვა შეუჩერებლად წინ მოიწევს, ხელოვნური ბარიერი კი, რომელიც ნაპირს იცავს, დიდხანს ვერ გაუძლებს წნეხს.

მარსელის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის, ფრანსუა საბატიეს ვარაუდით, მიმდინარე საუკუნის ბოლოს საშუალო სიძლიერის ქარიშხალი კიდევ უფრო გაძლიერდება და როგორც დღეს ექსტრემალური ამინდის პირობებშია, იმის მსგავსი იქნება.

ფრანსუა საბატიეს აზრით, ქარიშხალი რომც არ გაძლიერდეს, დღევანდელი მდგომარეობით, ზღვის დონის აწევა საფრთხეს შეუქმნის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლსა და ახლომდებარე დასახლებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend