მთავარიმსოფლიოევროპაავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ე.წ. ლოკდაუნი წესდება

ავსტრიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ე.წ. ლოკდაუნი წესდება

გერმანია პანდემიის მორიგი ტალღის დასაძლევად ემზადება. კანონმდებლები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალ ზომებს განიხილავენ. გერმანიაში ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობის გამო მომავალი კანცლერი ვაქცინაციის გაძლიერების პროცესს მხარს დაუჭერს.

,,ვაქცინაციის ცენტრები უნდა გაიხსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით და რაც შეიძლება მეტი მოქალაქე უნდა წავახალისოთ, რომ კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, ვირუსი სწრაფად ვრცელდება, შემაშფოთებელია ინფიცირებულთა რაოდენობა”, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა.

ავსტრიის ხელისუფლება კი შეზღუდვებს ამკაცრებს არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის. იმ რეგიონებში, რომლებშიც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლია, არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის კარანტინი წესდება, აცრილ მოქალაქეებს კი პირბადის ტარება მოეთხოვებათ.

რუსეთში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მეტროსადგურებში სწრაფი ტესტების გასაკეთებლად სპეციალური პუნქტები მეწყობა, ამ გზით შეეცდებიან, ვირუსის გავრცელებას შეუშალონ ხელი.  ამ დროისთვის რუსეთში მოსახლეობის 40%-ია სრულად ვაქცინირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend