მთავარისაქართველო„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სუს-ის შენობისკენ გადაინაცვლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სუს-ის შენობისკენ გადაინაცვლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს. აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა და მოუწოდა, მშვიდობიანი მსვლელობით გადაენაცვლათ იქ ,სადაც გუშინ 46 აქტივისტი დააკავეს.

აქტივისტებმა სუს-თან გადაინაცვლეს შეძახილებით: „მიშა! მიშა!“

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში და აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო დახმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend