მთავარიმსოფლიოევროპაბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტები ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ

ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტები ევროკავშირში შეღწევას ცდილობენ

ათასობით მიგრანტი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე რჩება, თუმცა არ წყდება ურთიერთბრალდებები.

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ  ხელს უწყობს მიგრანტებს, მივიდნენ პოლონეთის საზღვრამდე.

ბელარუსი კი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ მიგრანტებს მხოლოდ ევროპაში ჩასვლა სურთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, 4000-მდე  ადამიანი გაუსაძლის მდგომარეობაშია, ყინვასა და სიცივეში მყოფ მიგრანტებს საკვებიც კი არ აქვთ. ეს კი  საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვლადიმირ პუტინს მიმართა,არსებული კრიზისის დასაძლევად,გამოიყენოს თავისი კავშირები ბელარუსის ხელისუფლებასთან.

“დღეს ვესაუბრე  რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და ვთხოვე მას, დაეწყო მოლაპარაკებები პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან, რადგან ის ადამიანები,რომლებიც ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე იტანჯებიან, მხოლოდ პოლიტიკის მსხვერპლნი არიან”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

რუსეთმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში პატრულირების მიზნით ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას

რუსეთმა  პოლონეთი დაადანაშაულა, რომ იგი სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებით კრიზისის შექმნას უწყობს ხელს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ბელარუსის ხელისუფლებას ევროკავშირის საზღვრებზე შექმნილი საფრთხის გამო აკრიტიკებს.

“ჩვენ შესაძლოა დავუწესოთ სანქციები იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანებით ვაჭრობას მინსკსა და ევროკავშირ-ბელარუსის საზღვარზე.” „მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოებს ჰქონდეთ წვდომა ბელარუსში იმ უდანაშაულო მიგრანტებთან, რომლებიც ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაერომ და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრებმა შეშფოთება გამოხატეს მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის გამო. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ხუთშაბათს გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend