მთავარიევროპაბულგარეთი14 ნოემბერს ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

14 ნოემბერს ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ბულგარეთში 14 ნოემბერს  მესამე ვადამდელი არჩევნები გაიმართება. ამჯერად ბულგარეთის მოქალაქეებმა  მომავალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. წინასწარი გამოკითხვებით, მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი ლიდერობს. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ,  რომ ქვეყანაში შესაძლოა არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.

ბულგარეთის პრეზიდენტს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდული უფლებები აქვს. იგი მთავარსარდალია, მას შეუძლია მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა და უფლება აქვს, კანონებს ვეტო დაადოს, მაგრამ ვეტოს დაძლევა პარლამენტს მარტივად შეუძლია. თუმცა მოქმედი პრეზიდენტი რუმენ რადევი პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევა.

ბულგარეთის ყველაზე მძლავრ ინსტიტუტებს შორის დაპირისპირების გამო პროკურატურა პრეზიდენტის ოფისშიც შევიდა, რამაც 2020 წლის ზაფხულში ანტისამთავრობო პროტესტები გამოიწვია. რუმენ რადევი მაშინ მისმა პოლიტიკურმა მეტოქეებმა მომიტინგეებთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს.

პოლიტიკის ანალიტიკოს სლავი ვასილევს მიაჩნია, რომ ამან კიდევ უფრო გააძლიერა საპრეზიდენტო ინსტიტუტი.

სლავი ვასილევი ამბობს, რომ პრეზიდენტმა რადევმა აღასრულა ის, რაც მას, როგორც პრეზიდენტს, ევალებოდა. მან გაიაზრა, რომ ხალხის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო, ამიტომ მათ პროტესტს დაუჭირა მხარი. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტს ბულგარეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ისეთი უფლებები,  როგორებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.

მეტოქეები და  ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის პარტიის წევრები რადევს  ადანაშაულებენ, რომ პოლიტიკური მიზნების გამო მან ხელი შეუწყო ერის გახლეჩას. ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის  კი უფრო მისაღები იყო მომიტინგეთა მოთხოვნები. ქვეყანაში დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

სლავი ვასილევი აღნიშნავს, რომ ბოლო 1 წელია, ბულგარეთის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ცვლილებებისთვის ბრძოლაა. პარლამენტში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ამან შესაძლოა, ხელი შეუწყოს პარლამენტში პოლიტიკური ძალების გაერთიანებას.

არჩევნებამდე კვირაზე ნაკლები რჩება. წინასწარი გამოკითხვებით, რუმენ რადევი ლიდერობს. უპირობო გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მეორე ტური გაიმართოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend