მთავარი საქართველო საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები “მიშა, მიშა”, “ივანიშვილის მონებო”- სკანდირებენ.

ისინი საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავენ.

შეკრებილების მოთხოვნაა – “თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს”.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელზე დასწრების საშუალებაც სააკაშვილს არ მიეცა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend