მთავარი მსოფლიო ევროპა პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე კრიზისი გრძელდება

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე კრიზისი გრძელდება

პოლონეთსა და ბელარუსს შორის სახელმწიფო საზღვარზე 3 ათასიდან 4 ათასამდე მიგრანტი არის თავმოყრილი.

ორ აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოს შორის სახელმწიფო საზღვარი 400 კილომეტრზეა გადაჭიმული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვარშავაში მხარდაჭერისთვის ჩავიდა.

„ჩვენზე მიმდინარეობს ჰიბრიდული, დაუნდობელი, ძალადობრივი და ლაჩრული თავდასხმა. ერთადერთი სწორი პასუხი მხნეობა და ერთიანობაა, ამავე დროს საჭიროა ჩვენი ძირითადი ღირებულებების დაცვა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

პოლონეთის პრემიერ – მინისტრმა კი ბელარუსის მთავრობის მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა.

“ჩვენ სახელმწიფო ტერორიზმის მოწმენი ვართ, ამასთან დაკავშირებით ღიად უნდა ვისაუბროთ. ამავე დროს, ეს არის პრეზიდენტ ლუკაშენკას შურისძიება, ვინაიდან ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსში დემოკრატიულ ძალებს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ – მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.

ბელარუსის სასაზღვრო სამსახურის კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით პოლონურმა მხარემ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის ათასობით მიგრანტი დააკავა.

უახლესი

სხვა ამბები

პოლონეთიპოლონეთი

Send this to a friend