მთავარი ამერიკა პერუ პერუში მყინვარები დნება

პერუში მყინვარები დნება

პერუს მოქალაქეები მოუწოდებენ COP26-ის ლიდერებს, მიიღონ ზომები ქვეყნის მყინვარების გადასარჩენად, რაზეც ძალიან მძიმედ აისახება კლიმატის ცვლილებები.

ადგილობრივი მთის გიდის ჩარლი გუდის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, დასავლეთ პერუს მთებზე მყინვარებმა დაახლოებით 200 მეტრით დაიწია.

გუდი 17 წელზე მეტია ამ გზაზე დადის. ამბობს, რომ იქ, სადაც ოდესღაც მხოლოდ ერთი ჩანჩქერი იყო,ახლა უკვე ცხრაა.

„მყინვარები ჩვენს თვალწინ დნება”, – თქვა ჩარლი გუდმა.

გარდა ტურისტული დატვირთვისა, მყინვარები მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინაიდან ისინი სასმელ წყალს სწორედ აქედან იღებენ. ჩრდილოეთ პერუში მილიონობით ადამიანი მყინვარის წყლით მარაგდება. მყინვარების ასეთი სწრაფი დნობა კი სასმელი წყლის რესურსის დაკარგვას ნიშნავს.

დამდნარი წყალი მდინარეებსა და ტბებში გროვდება,რაც თავის მხრივ მათ დატბორვას იწვევს.

„პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ მომავალ თაობებზე.მათ ჩვენ სერიოზულ პრობლემას ვუტოვებთ და თუკი ისინი გვიყვარს, ეს პრობლემა ახლავეუნდა მოვაგვაროთ“, – ამბობს სეზარ პორტოკარერო გლაციოლოგი.

გასული 10 წლის განმავლობაში მყინვარების მესამედი დადნა.

ეს პრობლემა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში დაიწყო.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend