მთავარიმსოფლიონობელის პრემიის ლაურეატი მალალა დაქორწინდა

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა დაქორწინდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი ასერ მალიკზე დაქორწინდა.
წყვილმა ქორწილი ინგლისში ისლამური წესით გადაიხადა. ცერემონიის შესახებ მალალამ სოციალურ ქსელში დაწერა. მალალამ მსოფლიო აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში “ბიბისის” ბლოგერი გახდა, სადაც “თალიბანის” რეჟიმის პირობებში საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების მნიშვნელობაზე წერდა.
2012 წელს “თალიბებმა” მისი მოკვლა სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend