მთავარიევროპაბელარუსიევროკავშირი ბელარუსთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობას დააფინანსებს

ევროკავშირი ბელარუსთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობას დააფინანსებს

პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისი გრძელდება. ყოველდღიურად ასობით მიგრანტი ცდილობს ევროკავშირში გადასვლას. მობილიზებულია სასაზღვრო დაცვის დამატებითი ძალები.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ დაიწყო მოლაპარაკებები სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაფინანსების შესახებ, რათა შეჩერდეს მიგრანტთა გადასვლა ბლოკის ტერიტორიაზე.

ევროკავშირი აღმოსავლეთ საზღვართან შექმნილი ვითარების გამო გეგმავს, წერტილოვანი სანქციები დაუწესოს ბელარუსის ოფიციალურ პირებს. პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იზრდება დაძაბულობა მიგრანტებთან დაკავშირებით. ბრიუსელი ალექსანდრ ლუკაშენკოს ადანაშუალებს, რომ იგი მიგრანტებს ევროკავშირის წინააღმდეგ იყენებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ისინი ყოველდღურად ევროკავშირის საზღვრებზე „ჰიბრიდული თავდასხმის“ მომსწრე ხდებიან. მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები ევროკავშირის მიერ სასაზღვრო ინფრასტრუქტურის  დაფინანსებასთან დაკავშირებით. შარლ მიშელის აზრით, ეს საკითხი დროულად უნდა განიხილონ, რადგან პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების საზღვრები ევროკავშირის საზღვრებიცაა – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  ერთგვარი ლოზუნგია: „ერთი ყველასთვის და ყველა – ერთისთვის“.

ათასობით მიგრანტი ცუდ ამინდსა და ყინვაში ბელარუსის მხარეს კარვებშია გაჩერებული. ბელარუსში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ აქ დარჩენას, მათ ევროკავშირში სურთ გადასვლა. კრიზისი კი პოლონეთმა შექმნა, როდესაც საზღვარზე მავთულხლართები აღმართა და დამატებითი ძალები მოიყვანა საზღვრის დასაცავად.

მიგრანტთა კრიზისი რამდენიმე თვეა გრძელდება. პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ  მეზობელ ბელარუსს ბრალი დასდეს, რომ  ის ხელს უწყობდა მიგრანტებს, ევროპის ქვეყნებში გადასულიყვნენ. ლიეტუვამ ბელარუსის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend