”პანდემია არ დასრულებულა”, – ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე „ბუსტერ დოზით“ აცრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ვაქცინის ეფექტიანობა გარკვეული დროის განმავლობაში მცირდება და ამავე დროს ვაქცინის მესა დოზა აუცილებელია „მწვანე საშვის“ მისაღებად.
“65 წლამდე ასაკის ადამიანებიც ხედავენ, რომ ვაქცინისგან დაცვა დროთა განმავლობაში მცირდება. უფრო მეტიც, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 80-ზე მეტი ადამიანი 50 წელს გადაცილებულია. სწორედ ამიტომ დეკემბრიდან 50-დან 64 წლამდე ჩვენი თანამემამულეებისთვის ვაქცინაციის კამპანია თავიდან დაიწყება“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
ევროპაში კორონავირუსის მორიგი ტალღის დამარცხებას ვაქცინაციის სწრაფი ტემპით ცდილობენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამბობს, რომ ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან, სრულად უნდა იყოს აცრილი. სამედიცინო პერსონალის გარკვეულმა ნაწილმა სავალლდებულო ვაქცინაციის გამო სამსახური უკვე 1 აპრილიდან დაკარგა.
ამავდროულად, უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობაა, ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე, ყოველდღიურად 800-ზე მეტი ადამიანი იღუპება, რაც ვაქცინაციის დაბალი აქტივობითაა გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ხელმისაწვდომია ოთხი ვაქცინა – „პფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „სინოვაკი“, მოსახლეობის მხოლოდ 18%-ია ვაქცინირებული
ლატვიაში საზოგდოების ნაწილი ვაქცინების ეფექტიანობით უკმაყოფილოა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ შეზღუდვების გამკაცრება კორონავირუსის გავრცელებას შეამცირებს.